დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქების გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ბრიტანეთში რუს ოლიგარქებს 18 მილიარდი ფუნტის ქონება აქვთ გაყინული.

სანქციების ოლიგარქ  ვლადიმერ ევტუშენკოვის შვილებსა და ცოლს – კერძოდ, ტატიანა ევტუშენკოვას, რომელიც მამის კომპანიის Redline Capital-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე დასანქცირდა ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი.

სანქცირებულთა შორის არიას დემეტრეს იოანიდესი და იოანიდესი და ქრისტოდულოს ვასილიადესი. ბრიტანეთის ცნობით, ისინი ეხმარებიან მთავარ რუს ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს. კერძოდ, იოანიდესი პასუხისმგებელია ბუნდოვანი ოფშორული სტრუქტურების შექმნაზე, რისი დახმარებითაც აბრამოვიჩმა 760 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ქონება დამალა.

,,ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც მხარს უჭერს ომს,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ.

მსგავსი თემები