,,თითოეულ კოლეგას დავურეკავთ და სხდომაზე მოსვლას ვთხოვთ”- თამარ კორძაია

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას სამშაბათს,  18 აპრილის დაგეგმილ დაგეგმილ სესიაზე მოითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით,  თოთოეულ დეპუტატს პერსონალურად დაუკავშირდებიან, რადგან ყველა იყოს ინფორმირებული და სხდომაზე მივიდეს.

,,მიზანია, დასრულდეს კამათი, ვინ იყო და არ იყო ინფორმირებული რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე. როგორც არასდროს, ოპოზიცია ერთიანია, რომ კომისია შეიქმნას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალდებულება. არ მჯერა, რომ პარლამენტში ოპიზიციაში არსებობს ადამიანი, ვისაც არ უნდა სასამართლოს გაჯანსაღება და ხარვეზების სრულყოფილად გამოჩენა. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემური პრობლემების გამოვლენა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სანქცირებულ მოსამართლეებზე, საუბარია სასამართლო სისტემაზე. ხუთი ქალი დეპუტატი პერსონალურად დავურეკავთ ყველას. როცა პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას იღებენ, საკითხი შეთანხმებულად ითვლება, მაგრამ ვინაიდან კომუნიკაციის პრობლემაზე იყო საუბარი, საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ კენჭისყრას, თითოეულ კოლეგას დავურეკავთ და სხდომაზე მოსვლას ვთხოვთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები