უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად – ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად.

,,უკრაინას აქვს შესანიშნავი გეგმა აქტიური ოპერაციებისთვის, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ ბევრი შესაძლებლობები, რაც საჭიროა წარმატებისთვის”, – განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, ოსტინმა პირობა დადო, რომ სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

მსგავსი თემები