მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა.

,,როგორც ყველა სხვამ, ჩვენ არ ვიცით, რა სანდოობის ხარისხი აქვს ამ დოკუმენტებს. მაგრამ, თუკი მათ უგულებელვყოფთ, ამ დოკუმენტების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატოს ბევრი ინსტრუქტორი, მათ შორის დიდი ბრიტანეთი. და მებრძოლები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში“, – აღნიშნა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები