ლიეტუვის სასამართლომ, ყოფილი ფსიქოლოგი, ტომას კელპშა თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო. კრიმინალური ქმედების განხორციელების დროს, ის დევნილთა ცენტრში მუშაობდა.
Delfi-ის ცნობით, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, ტომას კელპშას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან კელპშა ვალდებულია 4 დაზარალებულს, თითოს 10 000 ევროს ოდენობით თანხა გადაუხადოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კელპშას ქონება დაყადაღებულია, რათა მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.