,,პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა.

„როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას ხალხისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთცის, ვლადიმერ პუტინმა დღეს გასცა განკარგულება, რომ უკრაინაში შობის დღესასწაულზე 36 საათით ცეცხლი შეწყდეს.

მსგავსი თემები