„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“ – აქცია “ოცნების” ყრილობის დაწყებამდე

  •  

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“, „სისტემა კლავს!“ – ამ წუთებში ამ ტიპის შეძახილები ისმის აქციაზე.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს.

მსგავსი თემები