იაპონიის პრემიერი ბუჩაში ჩავიდა

იაპონიის იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ საკუთარი თვალით ნახა უკრაინაში დატრიალებული რუსული სისასტიკე. იაპონიის პრემიერი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბუჩას ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ ქალაქი ბუჩა ერთ-ერთია, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკე ჩაიდინეს, ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს.

პრემიერმა დახოცილთა პატივსაცემად ეკლესიასთან გვირგვინი მიიტანა და აღნინიშნა, რომ ბუჩას სისასტიკის შესახებ მსოფლიომ გაიგო.

„მსოფლიო შეძრწუნდა, როცა ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცეს. აქ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო ძლიერ რისხვას ვგრძნობ… მინდა, იაპონიის სახელით თანაგრძნობა გამოვუხატო ყველა მსხვერპლს და დაზარალებულს მიმართ. იაპონია მომავალშიც გააგრძელებს დიდ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად,“ – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

მსგავსი თემები