100 000 დოზა ჩინური „სინოვაკი“ ჩამოვიდა

საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინა – „სინოვაკი“ მიიღო. 100 ათასი დოზა ვაქცინა უკვე საწყობებში გადაანაწილეს.

მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს. თუ ჯანმომ ავტორიზაციის მინიჭება დააგვიანა, გამორიცხული არ არის, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

მსგავსი თემები