„პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს, ფართოვდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პოზიტიური გზავნილია, რომ უკრაინის პარტნიორთა და მეგობართა წრე გარდაუვლად ფართოვდება, რომლებიც მზად არიან მაქსიმალური გააკეთონ რუსეთის დასასჯელად.

„პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. საკმარისი არ არის დამნაშავეებისთვის მხოლოდ პასუხისგების დაკისრება.  საჭიროა  სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველ დღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორიო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

 

მსგავსი თემები