ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს კრემლში უპასპინძლა

ჩინეთის პრეზიდენტი კრემლს სტუმრობს. რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას პირადად უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის თემატიკა ჩინეთის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო მოლაპარაკებებია.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჩინეთი დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით, რაც დასავლეთთან წონასწორობას შეუწყობს.

„ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი გვაქვს“ , – მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

რუსეთი ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს მიიჩნევს გავლენიანი მეგობრის სტუმრობად, რომელიც მას „მტრულ დასავლეთთან“ დაპირისპირებაში დაეხმარება.

პრეზიდენტებმა ერთმანეთს მიმართეს სიტყვებით : „ძვირფასო მეგობარო“. პრეზიდენტების ძირითადი შეხვედრები კი ხვალ, 21 მარტს გაიმართება.

მსგავსი თემები