გიორგი ვოლსკის განცხადებით, გიორგი ამილახვარი ვერავის გასაჩუმებლად გამოდგება  

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ყოფილი დეპუტატი და განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომ ვინმეს გაჩუმება შეძლოს.

„ამილახვარს ის თვისება არ აქვს, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული“, – ასე ეხმიანება ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, ამილახვარი განათლების სამინისტროში სტუდენტების გასაჩუმებლად ხომ არ გადაიყვანეს.

„გიორგი ამილახვარს არც ეს თვისება აქვს და რომ ჰქონოდა ჩვენს გუნდში არ მოხვდებოდა, რომ ვინმეს გაჩუმებისთვის იქნას მისი რესურსი და ენერგია გამოყენებული. ის აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა, ინტელექტუალური, კარგი ახალგაზრდა, ქვეყნისთვის თავდადებული და მაღალი დონის სპეციალისტი”, – აღნიშნა ვოლსკიმ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა ჩაანაცვლა.

მსგავსი თემები