,,1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ”- შალვა პაპუაშვილი

,,პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ბოლო პერიოდში ზიზღის კამპანია მიმდინარეობს, რაც ფაშიზმის თანამედროვე სახეა.

,,იყო აგრესიული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. “მოლოტოვის კოქტეილი” აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრია, რომ პოლიციელებისთვის “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია.

ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო.ბპოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები