,,შეიძლება, მართლა შევეწირო ამას”- დათო ტურაშვილი

,,ეს არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემ წინააღმდეგ იკადრეს. მე შეიძლება, მართლა შევეწირო ამას. მე ვიცი ჩემი თავის ამბავი,”- ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა.

მწერალი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

,,სამი დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათაშორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომმ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით? საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და “ნასედკები” დავაბრუნოთო. ჩემზე ნუ კი ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს წითელსო” – განაცხადა ტურაშვილმა.

მსგავსი თემები