ევროკავშირის პუტინის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰააგის სასამართლოს ორდერთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერს ეხება, ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ორდერი სს პასუხისმგებლობის დასაწყისია.

„ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რომ  უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც კავშირშია ა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან”, – აცხადებენ ევროკავშირში.

ევროკავშირი ყველა მონაწილე სახელმწიფოს გამოძიების პროცესში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და აქვს მოლოდინი რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა იმ სასტიკი დანაშაულისთვის, რომელსაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ. ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უკრაინაში მიმდინარე გამოძიების მიმართ და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

მსგავსი თემები