დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია პარლამენტს ტოვებს

„ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადემერ ჩაჩიბაია. მისი აღნიშნული გადაწყვეტილება კი ე.წ. აგენტების კანონპროექტს უკავშირდება, რომლისთვისაც ჩაჩიბაიას ხმა არც მიუცია.

„საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან. მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში’ – აღნიშნა ჩაჩიბაიამ „ფორმულასთან“.

მან კანონპროექტისთვის ხმის არმიცემაზეც ისაუბრა.

„გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ. მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან”, – აღნიშნა დეპუტატმა.

 

მსგავსი თემები