განათლების მინისტრი, სავარაუდოდ, მინისტრის სავარძელს დღეს დაემშვიდობება

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თანამდებობას ტოვებს. ოფიციალურად, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ მინისტრმა უნდა გააკეთოს. სამთავრობო ცვლილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დღეს, მთავრობის სხდომაზე გაკეთდება. არის საუბარი, რომ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.

ოფიციალური მიზეზი, რა გახდა მინისტრის ანაცვლების მიზეზი, არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით  სტუდენტების აქციაზე გამოსვლა და პროტესტია.

მსგავსი თემები