,,პაპუაშვილმა მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!”- თეონა აქუბარდია

,,მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!”- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია წერს.

,,კახა კუჭავას ინიციატივით 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კანონში ცვლილების ინიციატორები ოპოზიციიდან დეპუტატებიც ვიყავით, რითაც სახელმწიფო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ითვალისწინებს. მოვუწოდებ შსს-ს იმოქმედოს კანონის შესაბამისად ისევე როგორც მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!” – წერს აქუბარდია.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

მსგავსი თემები