„ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას”- დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხევას და დაწვას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის.

„ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება – „არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…“ და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები, ქმედებები მიუღებელია და სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

მსგავსი თემები