„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა”- ლევან სილაგავა „მედიაცნეტრ მთავარში“

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა.

მისივე თქმით, შეიქმნა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია ფერმერები, შესაბამისად აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. შარშანდელი სიტუაცია მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა. შარშანდელთან შედარებით, ამას წელს დაემატა ადგილობრივი ფერმერების პრობლემა. ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ფერმერებს პრობლემა აქვთ, ვერ იწყებენ ახალი მოსავლისთვის მზადებას. თუ ისინი ვერ გაყიდიან ხორბალს, არ ექნებათ ფულადი რესურსი, რომ დაიწყონ საგაზაფხულო სამუშაოები,”- განაცხადა ლევან სილაგავამ ”მედიაცენტრ მთავარში”.

 

წისქვილკმბინტები ისევ გაჩერდა – რას ითხოვენ ხელისუფლებისგან – ლევან სილაგავა „მედიაცნეტრ მთავარში“

მსგავსი თემები