,,თურქმა სპეციალისტმა მითხრა, საშიში სეისმური რღვევაა, მშენებლობის ხარისხი უკონტროლოა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო”- თეა გოდოლაძე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე რიკოთზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდის ჩამოშლას ეხმიანება.

მისი თქმით, 2019 წელს თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ  მშენებლობის ხარისხი არ კონტროლდებოდა.

,,2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეუძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი და თქვენზე მითხრეს უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო. ვიცი თქო მივუგე, თავად ვხედავდი ისე აწებებდნენ ამ სულელურ ბეტონს ფერდებს, გონზე არ იყვნენ ფერდის სტაბილურობის კვლევების და ამ რეგიონის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების. მოსახლეობამაც მომმართა ჩაერთეთო, ისეთი მუხტით აფეთქებდნენ, დაენგრა ხალხს სახლები. არ გაგვიკარეს ახლოს! იმ თურქულ ჯგუფთან ერთად ლაბორატორია გავაკეთეთ, ძალიან კარგი ჯგუფია გეოტექნიკური ინჟინრების. ჩვენ ამ სპეციალობის ხალხი საერთოდ არ გვყავს.
უცოდინარობა და მომხვეჭელობაა ამ პრობლემის მიზეზი. ჩინური კომპანიის სახელი არ ვიცი, მოლითთან რომ ავაზაკები იყვნენ, ისინი არიან თუ სხვები,” – წერს თეა გოდოლაძე.

მსგავსი თემები