„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა”- კახა ოქრიაშვილი

პარტია  „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით,  „აგენტების“ კანონის გაწვევასთან ერთად, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა.

„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა. ახალი მესიჯბოქსით, ისინი ემუქრებიან ქართველ ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხებს ვერავის მოსჭამთ!

ზუსტად ის, ვინც აშინებს საკუთარ ხალხს, შიშის მეშვეობით სურს წაართვას ღირსება და აცხოვროს ფინანსურ, თუ სხვა სახის მონობაში, არის ჩვენი ერის მტერი. დიახ, „ოცნება“ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მომავლის მტერი!

მსურს და მჯერა, რომ ამ დამნაშავეობრივ დაჯგუფებას არაძალადობრივად, მშვიდობიანად და უსისხლოდ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან.

ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!,”- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები