„რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური“ – ნიკა მელია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ  მისი განცხადებები საკვებია რუსეთისა და მმართველი გუნდისთვის.

„ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს. ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.

სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა! რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს მელია.

„ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა“ – ვანო მერაბიშვილი

მსგავსი თემები