“ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას” – ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი  მმართველ გუნდს „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს,  ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.

„მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და “ფეიქ” ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.

კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი.  ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას. რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი“, – წერს მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები