„ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა“ – ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უკრაინულ მედიაცენტრში ისაუბრა და თამამად განაცხადა, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.

როგორც მერაბიშვილი განმარტავს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ აქციებით დაწყებული, სხვა კომპონენტებით დამთავრებული.

„ვაპირებთ, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს.  ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა. მთავრობაში უნდა მოვიდეს პროდასავლური, პროუკრაინული ხელისუფლება“ – აცხადებს მერაბიშვილი.

მისივე თქმით, ამ მიზნისთვის გაზაფხული და ზაფხული საინტერესო პერიოდია.

მსგავსი თემები