„ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, რომ  გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის სისასტიკეზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, რომ გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი ადამიანური.

„რაკეტები,  უპილოტო საფრენი აპარატები, ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, რომ გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი.  ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – სწორედ  ეს არის რუსეთის ავტოპორტრეტი,  რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრებაა. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი“ – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტი უკრაინისთვის დაწესებულ მორიგ სანქციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინა თავს  ყველა ცივილიზებული საშუალებით დაიცავს.

„სანქციები ეხება  280-ზე მეტ კომპანიასა და 120 ადამიანს, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, გაჰქონდათ სახსრები ჩვენი სახელმწიფოდან და აფინანსებდნენ რუსულ კომბინაციებს“ – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები