საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საფრანგეთს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში მომდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მოკლე შეფასებას აკეთებს. მაკრონი საქართველოს მთავრობას მიმართავს, ნეგატიური პოლიტიკური პროცესების ჩასახშობად, დაპატიმრებული ყოფილი პოლიტიკური ლიდერები გაათავისუფლოს.

აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონმა  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საკუთარ სოციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა გაიზიარა.

„მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მშვიდობისმყოფელის ინიციატივა ხელში მთავრობამ უნდა აიღოს. ეს საჭიროა რომ სიტუაცია უფრო დამშვიდდეს”, – აცხადებს მაკრონი.

მსგავსი თემები