„რასაც ის აცხადებს, ჩვეულებრივი ფაშიზმია“ – პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ სახალხო დამცველზე

„ჩვენ ვიხილეთ ყოფილი სახალხო დამცველის „პოსტი“, სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ა.შ. შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით,  ყოფილი სახალხო დამცველი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს.

„ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს ამბობდნენ, რომ მას ნდობა ჰქონდა, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისგან. ის ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ. ეს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან საშიში ფენომენი. ვხედავთ, რომ ცდილობენ, ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში და გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ. ამას საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და გაცნობიერება სჭირდება, რომ არ მეორდებოდეს ის, რაც სამყარომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იხილა ზოგ ქვეყანაში, სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ის, რაც საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ“ – განმარტავს პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები