„რუსეთიდან დაფინანსება არ ნიშნავს მაინცდამაინც მოსკოვიდან დაფინანსებას“ – შალვა პაპუაშვილი ჩავარდნილ კანონპროექტზე  

„ხალხის ძალის“ მიერ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც აქციები და კანონპროექტის უკან გაწვევა მოყვა, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ რუსეთიდან დაფინანსება მაინცდამაინც მოსკოვიდან დაფინანსებას არ ნიშნავს.

„იქ არის სამი მოდელი. ერთი – მოდით, იყოს მხოლოდ რუსულ დაფინანსებაზე და მეორე მოდელი იყოს ყველაზე, მათ შორის, თავისთავად, რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს მარტო რუსეთზე ვერ იქნებოდა. იქვე, დასკვნაში უწერიათ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებას თუ არ ავიღებთ, სხვა დასავლური დაფინანსებები არის გაუმჭვირვალე და სრულად არ არის მოძიებადი. ანუ, აქაც იყო გამოწვევა და პრობლემა.

მეორე, რუსეთიდან დაფინანსება არ ნიშნავს მაინცდამაინც მოსკოვიდან დაფინანსებას. რუსეთმა შეიძლება, სხვა ქვეყნის გავლით შემოიტანოს ეს დაფინანსება და ასე აკეთებს სხვა ქვეყნებში, როცა სხვა ქვეყნის გავლით შეაქვს თანხა. ის იქნება ჩვეულებრივი გერმანული ფონდი ან, შეიძლება, ფრანგული, რომლის უკანაც სინამდვილეში იქნება რუსეთი. ამიტომ შეუძლებელია ჩაკეტვა მხოლოდ რუსეთზე, ეს გამორიცხულია“, – განმარტავს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ საპროტესტო აქციები მოყვა, როს შემდეგაც სპეცრაზმის გამოყვანა გახდა საჭირო საბოლოოდ კი, მმართველმა გუნდმა კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.

მსგავსი თემები