“ყალბი ნარატივების შექმნასთან გვაქვს საქმე” – შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორს ყალბი ნარატივის შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იმას, რაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანოპროქტში იყო ჩადებული, არასამთავრობოები ჯერ კიდევ 2016 წელს იწონებდნენ და თავად ითხოვდნენ მის საჭიროებას.

„რასაც მაშინ ამბობდნენ, 2016 წელს, რომ ეს სჭირდებათ მოქალაქეებს, დღეს მოქალაქეებს უთხრეს, რომ ის მათ არ სჭირდებათ 2023 წელს. , ასეთ, ყალბი ნარატივების შექმნასთან გვაქვს საქმე. როცა გარკვეული სეგმენტი პირს შეკრავს და ასე უნისონში ამბობს ერთ რამეს, რთულია, ამას დაუპირისპირდე. თუმცა, გავა დრო, ერთი კვირა, ორი კვირა და გარწმუნებთ, ჩვენი საზოგადოება თავადაც დარწმუნდება, რომ ეს იყო მისი უფლება და ეს მისთვის იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში.

მისი მტკიცებით, არასამთავრობოების ნაწილმა  2016 წელს ჩაატარა  კვლევა სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში იყო, რომელიც  „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს უპირისპირდებოდა.

„ზუსტად ამ კვლევაში იყო შემოთავაზებული ის მოდელი, რომელიც ამ კანონში იყო. სიტყვასიტყვით, ის მოდელი ეწერა იქ – შეიქმნას რეესტრი, დარეგისტრირდეს ორგანიზაციები და ყოველწლიურად გამოქვეყნდეს ფინანსური დეკლარაცია. ეს სიტყვასიტყვით არის ის, რაც ეწერა ამ კანონში. შემდეგ, იქ ითქვა, თითქოს ეს იყო რუსეთთან მიმართებაში, რაც არის ტყუილი“ – აცხადებს პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები