„ყველა უნდა დასანქცირდეს“ – ანა დოლიძე

ანა დოლიძის განცხადებით, ის დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთეს, მათ ევროპაში შესვლა უნდა აეკრძალოთ.

„ეს ხალხი, ვინც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ხმა მისცა, ყველა ნამყოფია და დადის ევროპაში. ეს ხდება სწორედ იმ ახალგაზრდების ფულით ვინ დაარბიეს. თან, დადიან იმ ევროპაში, რომელზეც გვეუბნებიან რომ ცუდია. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, რომ ეს ხალხი დასანქცირდეს. უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ „ხალხის ძალა“ არამედ 76-ვე დეპუტატი, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამისი ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს“ – არსებობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, არ შეიძლება ისინი იმ ევროპაში დადიოდნენ, რომელზეც ამბობენ, რომ ევროპა ცუდია და ამისთვის ხალხის თანხებს ხარჯავდნენ.

მსგავსი თემები