აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა

საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, როგორ ზაზა ბერიაშვილი აცხადებს, ექიმებმა ყველანაირად სცადეს, თუმცა, მისი დახმარება ვერ შეძლეს და მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

როგორც დაზარალებულია მეუღლე აცხადებს, მის მეუღლეს ექიმებმა თვალის შეუნარჩუნეს, თუმცა, მხედველობას ვერაფერი ეშველა.

ბერიაშვილი კლინიკიდან უკვე გაწერეს. მას ტვინის შერყევა აქვს მიღებული.   როგორც დაზარალებული ამბობს, მას თვალში სპეცრაზმის მიერ ნასროლი გარკვეული ნივთიერება მოხვდა.

 

მსგავსი თემები