,,უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ”- პესკოვი

,,ისინი თავისუფალნი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ სამშობლოა,”- ასე ეხმიანება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი  სოციალური ქსელებში გავრცელებულ კადრებს.

საუბარია კადრებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.

,,არავინ უშლის მათ ბედნიერების სხვაგან ძიებაში ხელს, მაგრამ უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ”, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები