,,საზოგადოებამ შანსი გაუშვა ხელიდან”- დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის” წევრის, ე.წ. ”აგენტების კანონის” ერთ-ერთი ავტორის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  კანონის არ მიღებით, საზოგადოებამ შანსი გაუშვა ხელიდან, რომ სცოდნოდა მეტი.

,,ანგარიში უნდა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომ მათ არ მიიღონ ზიანი იმიტომ, რომ ამის შანსი იყო, სამწუხაროდ. ამიტომ, უნდა გავიწვიოთ უკან. თუმცა ეს კანონი იყო საშუალება, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, მაგრამ ეს შანსი მან გაუშვა ხელიდან”, – განაცხადა ხუდნაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მსგავსი თემები