,,ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, გამხდარიყო სუვერენული სახელმწიფო”- ვოლოდინი

,,ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, გამხდარიყო სუვერენული სახელმწიფო,”-  ასე ეხმაურება რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი  ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი.

,,საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო დამორჩილებოდა, მაგრამ არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს. შესაბამისად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, მიუღებელი იყო აშშ-სთვის. პარლამენტში განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი”, – წერს ვოლოდინი.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მსგავსი თემები