დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორსა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს დავით კირკიტაძეს სასამართლომ საპატიმრო სანქცია გამოუტანა.

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები იკრიბებიან.

დავით კირკიტაძე ბრალად ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა მოსამართლეს დეპუტათტთა თავდებობის წერილი გააცნეს, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა.

მსგავსი თემები