რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული 136-ვე მონაწილე თავისუფალია.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ყველა დაკავებულის დღესვე გათავისუფლება იყო.
აქციის მონაწილეები 7-8 მარტს პარლამენტს შენობის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დააკავეს.