გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა.
რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.