აქციაზე დაკავებული ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ამ წუთებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა. მათი სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე 10 მარტის 15:00 საათისთვის ჩანიშნა.

„ჩემი გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაადასტურეს, რომ მე და ნიკა მოსიაშვილი ვართ გადასაყვანი გამოკვლევაზე, რადგანაც გარედან ისეთი დაზიანებები რომელსაც შესალოა გამოწვეული ჰქონდეს ტვინის დაზიანება“ –  აღნიშნა ჯაფარიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ რომ ჯაფარიძე რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დააკავეს. სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, მას ყველაზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

მსგავსი თემები