შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას უცხო ქვეყნიდანაც ეხმარებოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ნარატივს ხელი უცხოეთიდანაც შეუწყვეს. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ოპოზიციის ეს ნარატივი უცხო ქვეყნებიდან გაკეთებული განცხადებებითაც იყო გამყარებული.

„რაც არ უნდა დამოკიდებულება ჰქონდეთ, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ამას აქვს თავისი ფორმები, ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება. გუშინ ვნახეთ, რომ იქ შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და პარლამენტის წევრმა პირდაპირ მოუწოდა პიკეტირებისკენ, უკანონობისკენ, ახალგაზრდების ეს ენერგია, რომელიც მათ ჰქონდათ, მათ შორის იმ ყალბი ნარატივის შედეგად, რომელსაც ამკვიდრებდა ოპოზიციის ნაწილი და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ის შენობა დააზიანებინეს მოქალაქეებს. ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამ ოპოზიციური ჯგუფისგან პარლამენტის შტურმის მცდელობები სხვა დროსაც გვინახავს,  ეს არის მათი ხელწერა“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ჩვენი პრობლემა პოლარიზაცია კი არ არის, ეს არის რადიკალიზაცია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს და ეს არის სწორედ პრობლემა.

„ყალბი ნარატივი დაამკვიდრა არა მხოლოდ ჩვენმა ოპოზიციამ, არამედ იყო ამისი დახმარებაც სხვადასხვა, მათ შორის უცხო ქვეყნებიდანაც იყო განცხადება, ვხედავდით, რომ თავიდანვე ჯერ კანონი დაწერილიც კი არ იყო, როდესაც მოხდა მისი დაბრენდვა როგორც რუსული კანონის, რაც არის აბსოლუტური სიყალბე“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მსგავსი თემები