“მონებო” – აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის ხმაურით გრძელდება, სასწრაფო რამდენჯერმე გამოიძახეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა.  ერთ-ერთ დარბაზში აქციაზე დაკავებული  ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულების დაცვის მხარემ მათი ცუდად ყოფნის გამო სასამართლოს გადადება და დაკავებულთა უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლოზე უამრავი მხარდამჭერია შეკრებილი, რომლებიც უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.

მოსიაშვილს მაღალი წნევა აღენიშნება, თუცა, მოსამართლეს სხდომის გადადების გადაწყვეტილება არ მიუღია.

პოლიტიკური შეძახილი : „მონებო“ სხდომის დარბაზთანაც ისმის.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ  და დაკავებისას მიაყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 66 პირის საქმე უნდა განიხილოს.

მსგავსი თემები