„იყო ძალადობის ფაქტები, ყველას პასუხისმგებლობა ეკისრება“ – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ, ვინც აქციაზე ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდა და აქციის მონაწილეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, პასუხი უნდა აგოს.

„რაც შეეხება ძალადობრივ მოწოდებებს, პოლიტიკურად ეს არის უკიდურესად მიუღებელი. ამის იქით მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. სამართლებრივი შეფასება არის სამართლებრივი უწყების საქმე. თუკი ვინმე აქეზებდა ადამიანებს ძალადობისკენ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის კანონის უზენაესობის მოთხოვნა. იყო ასეთი მოწოდებები.

სამწუხაროდ, იყო ძალადობის ფაქტები. შს სამინისტროს ძალიან ბევრ წარმომადგენელს მიყენებული აქვს დაზიანებები, მათ შორის, “მოლოტოვის კოქტეილებით”, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული. ვგულისხმობ, მხოლოდ ძალადობრივ ჯგუფებს. ამაზე, რა თქმა უნდა პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ. დანარჩენი უწყებების საქმეა, მათ უნდა გამოარკვიონ, ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე“,- განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

 

მსგავსი თემები