,,კრემლს კავშირი არ აქვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან”- დიმიტრი პესკოვი

,,კრემლს არავითარი კავშირი არ აქვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან”, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა და შემდეგ საპროტესტო აქციების გამო გაიწვიეს” –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის მტკიცებით, ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო.

,,არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა. კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო 1930-იანი წლების ბოლოს”,- აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი თემები