,,რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”- მამუკა მდინარაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე პროექტთან დაკავშირებით, უარი ვთქვათ ამ პროექტების მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ ეს პროექტები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ არცერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დამდგარიყო საფრთხის ქვეშ.

,,მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს იყო ამოსავალი წერტილი. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლებოდა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, ეს იყო წითელი ხაზი, წყალგამყოფი, რის გამოც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეც კი არ გავრისკეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები