პარლამენტში ხვალ შეზღუდვის რეჟიმი იმოქმედებს   

საქართველოს პარლამენტი  უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 7 მარტს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები