,,ამერიკა, ნატო, ევროკავშირი, ყველა შეგვიძლია დავიკიდოთ”- იაგო ხვიჩია

,,თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს კანონი აქამდე სად იყავით?”- ამ კითხვით ”გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ”ხალხის ძალის” წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხომაზე მიმართა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე რამდენიმე საათია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

,,ბატონო გურამ რასაც ვისმენდი, თქვენ ამბობთ, რომ ამ კანონის მიზანი ერთადერთი მიზანი არის გამჭირვალობა და მეტი კომფორტის მოქალაქეებს, რომ მათ სუს-იდან არ მოუწიოთ ინფორმაციის გამოთხოვა. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ დგას ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, ენჯეობის და სხვა პირების დაფინანსების წყაროები გაიგონ, მიუხედავად იმისა, რომ რეპორტებში ენჯეოებს საიტზე უდევთ. თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ იმხელა საჯარო ინტერესია, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ შეგვიძლია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ფეხებზე დავიკიდოთ, შეგვიძლია ჩვენი მეგობრების, ნატო-ს წარმომადგენლების, რომლებიც შეგვხვდნენ და გვითხრეს, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ დაემშვიდობეთ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალსო, ეგ ფეხებზე დავიკიდოთ, ევროკავშირის ელჩი ეგეც შეგვიძლია ფეხებზე დავიკიდოთ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს კანონი აქამდე სად იყავით? თურმე ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ნატო, ევროკავშირი ფეხებზე დავიკიდოთ. აქამდე რას ვაკეთებდით?,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები