,,მსოფლიოს აქვს მკაფიო მორალური ვალდებულება ჩვენი ჯარისკაცების წინაშე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მსოფლიოს აქვს მკაფიო მორალური ვალდებულება ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, თითოეული მათგანის წინაშე, ვინც ამჟამად იბრძვის და ვინც იცავს თავისუფლებას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა პარტნიორს.

 

ეს მოვალეობა არის სამართლიანობის აღდგენა და ტერორისტული სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა. და ეს ასე იქნება.

მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა პარტნიორს – ყველა ლიდერს, ყველა პოლიტიკოსს, ყველა საჯარო პირს, დახმარებისთვის – უკრაინელი ხალხის მიერ გადახდილი ფასის გაგებისთვის, მათი და ევროპის თავისუფლებისათვის.

დიდება ყველას, ვინც ახლა უკრაინაში ბრძოლაშია! მადლობა ყველას, ვისაც მოაქვს ჩვენი ხალხის გამარჯვება და ისტორიული განაჩენი რუსული აგრესიის ორგანიზატორებისა და შემსრულებლებისთვის!

მარადიული ხსოვნა და პატივი ყველას, ვინც სიცოცხლე გაიღო უკრაინისთვის და ჩვენი ხალხის გადარჩენისთვის!

დიდება უკრაინას!”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები