ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ევროპარლამენტრის პრეზიდენტი ავრცელებს.

,,კარგია უკრაინაში დაბრუნება. იმ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო.

იმ გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე. მათთან, ვინც ყველაფერი შესწირა ჩვენს ღირებულებებს.

ევროპელებთან, რომელთა სახლი ჩვენს ევროკავშირშია“,- წერს რობერმა მეცოლა.

მსგავსი თემები