,,ნედ პრაისს მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს”- ეკა სეფაშვილი

”ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ნედ პრაისს მოუწოდებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს.

სეფაშვილი პრაისს ასევე მოუწოდებს უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს.

,,ნედ პრაისს მოვუწოდებდი უფრო დაწვრილებით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ამ კანონპროექტს. ასევე გაეცნოს ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან და დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები, რით უშლის ხელს მეტი გამჭვირვალობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დაასახელოს კონკრეტული არგუმენტები და არა ასეთი ზოგადი და მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისაგან თავი შეიკავოს”, – განაცხადა სეფაშვილმა.

 

მსგავსი თემები