,,გაზაფხულზე უკრაინის არმია მზად იქნება კონტრშეტევისთვის” – ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, გაზაფხულზე უკრაინის არმია კონტრშეტევისთვის მზად იქნება.

„ვფიქრობ, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისივე თქმით, კონტრშეტევის მიზანი  უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება იქნება.

„ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას 1991 წლის საზღვრებში აღვადგინებთ“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.

 

მსგავსი თემები